ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ქართველმა 1/8 ფინალში ფრანგი ფაიზა მოკდარი დამატებითი დროის მეექვსე წუთზე დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად გერმანელ სელია ბალჰაუსს დაუპირისპირდება.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.