„სიკვდილთან თამაში“ - რა არის სინთეზური ნარკოტიკი და რა შედეგებს იწვევს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 "სინთეზური ნარკოტიკი მსოფლიო ეპიდემიაა" - შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემა ნარკომანიაა, სხვა ქვეყნებთან ერთად ეს პრობლემა საქართველოშიც მძვინვარებს.

ბევრი გახმაურებული თუ გაუხმაურებული სიკვდილის უკან სწორედ ნარკოტიკი დგას. რამოდენიმე დღის წინ გარდაბანის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ხიდიდან გადახტა, როგორც შემდეგში გაირკვა გარდაცვლილს სინთეზური ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. სამწუხაროდ, უამრავი მსგავსი ადამიანი ეწირება ნარკოტიკს, ბევრმა მათგანმა საერთოდ არ იცის რას იღებს და რა შედეგებს იწვევს მათი მოხმარება.

რა არის სინთეზური ნარკოტიკი და რა იწვევს მის მოხმარებას?

ეს პრეპარატი მიეკუთვნება რამდენიმე ჯგუფს, რომლებსაც გააჩნიათ მოქმედების განსხვავებული სპექტრი - სტიმულატორებიდან დაწყებული ბარბიტურატებით დამთავრებული, რაც თავისთავად საძილე საშუალებას წარმოადგენს.

ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ადამიანს ეწყება ჰალუცინაციები და კარგავს რეალობის აღქმას, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგამდე მიდის.

ნარკოტიკი ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელიც იწვევს კომას, გონებრივ სისუსტესა ან/და ტკივილის უგრძნობლობას. ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ ოპიატებისა ან ოპიოიდების განსაზღვრებაში, რომლებიც ეკუთვნის ნარკოტიკული ანალგეტიკების ჯგუფს. მიჩნეულია, რომ პირველად ტერმინი „ναρκωτικός“ — ნარკოტიკი ბერძენმა მკურნალმა — ჰიპოკრატემ გამოიყენა, კონკრეტულად კი იმის აღსანიშნავად, რომ იგი მიეკუთვნება წამლების იმ ჯგუფს, რომელიც იწვევს ტკივილის გაყუჩებასა ან/და დამბლას. ეს ტერმინი ასევე გამოიყენა ანტიკური პერიოდის გამოჩენილმა ექიმმა — გალენოსმა. ამ ნივთიერებების გაჩენას იგი უშუალოდ მანდრაგორის ფესვებსა და ყაყაჩოს თესლებს უკავშირებდა (იხ. ოპიუმი).

ამ შემთხვევაში ნარკოტიკებში ნაგულისხმებია ნივთიერებები, რომლებსაც არასამკურნალო მიზნით იყენებენ პრობლემების დასავიწყებლად, მოსადუნებლად, გუნება-განწყობის ასამაღლებლად და სიამოვნების განსაცდელად.

ზოგიერთი ნარკოტიკი ხსნის ტკივილს და ამაღლებს გუნება-განწყობას, მაგრამ ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. გამხსნელების შესუნთქვის შედეგი შეიძლება იყოს გაურკვეველი მეტყველება, მხედველობის გაბუნდოვნება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამან აგრეთვე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ტვინს, ღვიძლსა და თირკმელებს. ჰალუცინოგენები იწვევს ეიფორიას და ხსნის დაღლილობას, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოიწვიოს მანძილის განსაზღვრის ან ლოგიკური აზროვნების უნარის დაქვეითება, ხასიათის შეცვლა, მკვლელობის ან თვითმკვლელობის ჩადენის სურვილი.

საქართველო და ნარკომანია

ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ეზოებსა თუ სკვერებში ჩვენ ხშირად ვხედავთ ეგრედ წოდებულ გამოყენებულ „შპრიცებს“ , ღამის კლუბებში ხშირად შეხვდებით მოსადუნებელ საშვალებებს, რომლებიც რეალურად ნარკოტიკია და ხშირად მომხმარებლებმა არც კი იციან რეალურად რას იღებენ. არსებობს ეგრედ წოდებული “შავი ბაზარი“ სადაც იყიდება ისეთი მავნე ნივთიერებები, რომლის მსხვერპლი არაერთი ახალგაზრდა გამხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკის შეძენა-გაყიდვა დასჯადია და იწვევს დიდიხნით თავისუფლების აღკვეთას, ადამიანები მაინც არ უშინდებიან ამ ფაქტს და ისევ  განაგრობენ კანონის დარღვევას და სხვისი და თავიანთი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას.

ბოლო პერიოდში ასობით რეალიზატორი დააკავეს საქართველოში, მათ შორის ქალებიც, ისინი სადარბაზოებში, ქუჩებში, სკვერებში ასაღებენ ნარკოტიკს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს ე.წ. დადების პრინციპით სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

“მან ცხრა ლოკაციაზე განათავსა, სვეტიცხოვლის ეზოში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ეს ჯგუფი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ, ამ ეტაპზე, დაკავებულია სამი პირი“, - განაცხადა კუპატაძემ.

დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე. ამ დროისთვის დაკავებულია 10 პირი, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიზრდება.“

ამავე თემაზე;

როგორ ვებრძოლოთ წამალდამოკიდებულებას და ალკოჰოლიზმს -

ინკრუნება თუ არა ნარკოდამოკიდებულება და რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ საქართველოში - ინტერვიუ ნარკოლოგთან