რჩევები - როგორ ვებრძოლოთ ალერგიას

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაზაფხულის მოსვლა ყველასთვის სასიხარულოა, თუმცა მის მოსვლასთან ერთად ალერგიებიც მწვავდება. ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, მცენარეები მტვერის გამოყოფას იწყებენ და, უმეტესწილად, სწორედ ეს ხდება ალერგიის გამომწევი წყარო.

ხეები, ბალახები და სარეველები ამ პაწაწინა მარცვლებს ჰაერში სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად ათავისუფლებენ. ხოლო როდესაც ისინი ადამიანის პირსა და ცხვირში ხვდებიან, სხეული თავის დაცვას იწყებს.იმუნური სისტემა შეცდომით მტვერს საფრთხედ აღიქვამს და ანტისხეულების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ალერგენებს თავს ესხმიან. ეს იწვევს სისხლში ჰისტამინების ქიმიკატების გამოყოფას. ჰისტამინები კი, თავის მხრივ, იწვევენ სურდოს, თვალების ქავილსა და სხვა ტიპის სიმპტომებს.ყვავილის მტვერი რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც კი გადაადგილდება, ასე რომ, თუკი ალერგია გაქვთ, საქმე მხოლოდ თქვენს მეზობელ მცენარეებს არ ეხება. ყველაზე ხშირად ალერგიას შემდეგი ხის ჯიშები იწვევენ: მურყანი, ასპენი, წიფელი, კედარი, კვიპაროსი, თელა, ღვია, ნეკერჩხალი, თუთა, მუხა, ზეთისხილის ხე, პალმა, ფიჭვი, ვერხვი, ტირიფი და ა.შ.

როგორ ვუშველოთ თავს:

თუ ამჩნევთ, რომ ალერგია გეწყებათ მოერიდეთ გარემოს, სადაც ბევრი ხე არის.

მხოლოდ სახლში ყოფნა გამოსავალი არ არის. აუცილებლად უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები და დაასწროთ ალერგიას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ექიმთან შეათანხმოთ რომელი წამალი შეიძლება თქვენთვის და შეგიძლიათ თუ არა მისი საწყის ეტაპზევე მიღება. ალერგიის საწინააღმდეგო ბევრი წამალი არსებობს, რომელიც მსუბუქია და უკუჩვენებებს არ იწვევს.

მოერიდეთ მცენარეებთან ახლოს ყოფნას, შესაძლოა ასე სწორედ მათი მტვერი მოქმედებდეს.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ალერგიული ხართ - თქვენს კოსმეტიკასა და ტანის მოვლის საშუალებებშიც არ არის სასურველი იყოს მცენარეული დანამატები.

სიმპტომები

 გაზაფხულთან დაკავშირებულ ალერგიებს მკვეთრად გამოხატული, თუმცა, ამავდროულად, დამაბნეველი სიმპტომები აქვთ. ქვემოთ მოცემულია მისთვის დამახასიათებელი, ყველაზე გავრცელებული 7 სიმპტომი, რომელიც ალერგიის ამოცნობაში დაგეხმარებათ:

ცემინება - როდესაც მცენარე მტვერს გამოყოფს, ის ხვდება თქვენს ცხვირში, რის მერეც, თქვენი იმუნური სისტემა ეუბნება თქვენს ტვინს, რომ მტვერი ძალით გამოიდევნოს. ამიტომაც, გაზაფხულზე გარეთ ყოფნისას ხუთ წუთიც არ გადის ისე, რომ არ დააცემინოთ.

 ხველა ან ყელის ტკივილი - საგაზაფხულო ალერგიას ხშირად თან ცხვირში ლორწოს დაგროვება და ყელში გადასვლა ახლავს, რაც შემდეგ ხველასა და ყელის გაღიზიანებას იწვევს.

 თავის ტკივილი - ალერგიის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან ამ სიმპტომით. მათ ერთგვარად „სინუსურ თავის ტკივილს“ უწოდებენ, რადგანაც შეშუპება ხშირად ცხვირისა და სინუსების ჩაკეტვას იწვევს, რის მერეც ჟანგბადი ნაკლებად მიდის თავისკენ.

 გამომშრალი კანი და ქავილი - თუ გაზაფხულზე თქვენი კანი ძალიან მშრალია და ქავილის შეგრძნებაც გაწუხებთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კანის გამონაყარით, რომელსაც ატოპიური დერმატიტი ეწოდება, იგივე - ეგზემა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენი კანში ანთებას და გაღიზიანებას იწვევს.

 ასთმის სიმპტომები - როდესაც თქვენ რაიმე ალერგენს სუნთქავთ, იმუნური სისტემა ანტისხეულების გამოთავისუფლებით რეაგირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება თქვენს ფილტვებში, შედეგად - სუნთქვა რთულდება.

 ყურების ქავილი - მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული თვალები და ცხვირის ღრუ გაზაფხულის ალერგიების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია,  არც მთლად ყურებია დაცული ამ პერიოდში. თქვენ ასევე შეიძლება იგრძნოთ ქავილი ყურის მიდამოებში, რაც შეშუპებით იქნება გამოწვეული.

ალერგიის თავიდან ასარიდებლად ან მის მარტივად გადასატანად რამდენიმე ნაცადი ხერხი არსებობს. ექსპერტები გირჩევენ:

  • შეამოწმოთ მტვრის რაოდენობა ადგილობრივად და შეზღუდოთ დრო გარეთ, როდესაც მტვრის დონე მაღალია;
  • თუკი კერძო ბაღი გაქვთ, აუცილებლად დაბალზე შეუნარჩუნეთ ბალახს სიგრძე;
  • დახურეთ ყველა ფანჯარა, თუკი ეს შესაძლებელია და გამოიყენეთ ალერგიის საწინააღმდეგო ფილტრები კონდიციონერებზე;
  • დაიბანეთ თმა ყოველდღიურად მტვრის მოსაშორებლად;
  • გარეცხეთ თეთრეული კვირაში ერთხელ;
  • სახლში მისვლისას მყისვე გამოიცვალეთ და გარეცხეთ სამოსი;
  • ფეხსაცმელი სახლში შესვლამდე გაიხადეთ;
  • ატარეთ ქუდები და სათვალეები გარეთ ყოფნისას, რათა მტვრის თვალებსა და თმაში მოხვედრა შეზღუდოთ;
  • კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენეთ სახლში მტვერსასრუტი.