თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართების ჩამონათვალს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება.

„საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული“, – აცხადებენ საელჩოში.

თურქეთის საელჩო მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯამპერი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, ბერეტი, წინდა, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები.

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it., ხათუნა: 557 505 946

შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007