ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები რეკეტზე ალაპარაკდნენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოფელ ყარაჯალაში ერთადერთი მეჩეთი  მთავარი იმამის გარეშეა დარჩენილი, თავებია, აქ  ლოცვებს  მუსლიმი თემი დამოუკიდებლად აღავლენს, რადგან სასულიერო პირი, რომელიც აქ 22 წლის განმავლობაში მსახურობდა, ქვეყნიდან წავიდა

 ვეისალ ორუჯოვმ სამლოცველო და სოფელი  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მას შედეგ დატოვა, რაც, ადგილობრივები ჯერ ტერორისტულ ორგანიზაციებთან მის  სავარაუდო კავშირებზე ალაპარაკდნენ, შემდეგ კი იმ დაჯგუფების ლიდერად გამოაცხადეს, რომელიც ლილოს ბაზრის მოვაჭრე ქალებს ფულს სძალავდა და  პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით ატერორებდა.  

"შაბათის  ეთერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირმა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება აგვისტოში, მას შემდეგ მიიღო, რაც  ლილოს ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრის გატაცების ბრალდებით პოლიციამ მისი ახლო  გარემოცვის წევრი დააკავა. პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს თავად ვეისალ ორუჯოვიც, თუცმა  არ დაუკავებიათ, გამოუშვეს და მალევე ქვეყნიდან გაიქცა.

„შაბათის  ეთერის  ხელშია გამოკითხვის ოქმი, რომელიც 2023 წლის აგვისტოში პოლიციის განყოფილებაში შეადგინეს - ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ მოვაჭრეების რეკეტის და პირადი კადრებით დაშანტაჟების  საქმეზე   ჩვენება პოლიციას სასულიერო პირმა მისცა, თუმცა  ყველაფერი უარყო.

ქალი, რომლის გატაცების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის  საქმეზე სასულიერო პირი პოლიციამ გამოჰკითხა, მისი ახლო გარემოცვის წევრი კი ციხეში 15 წლიანი მუხლით  გაუშვა, დიანა მუსალიევაა. მუსალიევა და მისი ოჯახი ლილოს ბაზარში თეთრეულის ერთ-ერთი მსხვილი  შემოტანები არიან  და დიდი ბიზნესს ფლობენ ყაზახეთშიც. სწორედ მსუალიევამ მისცა  გამოძიებას ჩვენება იმამის წინააღმდეგ, ისაუბრა მის არაფორმალურ დაჯგუფებაზე რომელიც მისი მტკიცებით, ლილოს ბაზრობას აკონტროლებს.

 „შაბათის ეთერთან"  ქალი ირწმუნება, რომ ლილოს ბაზრის ნაწილს, სადაც მილიონები ტრიალებს, არაფორმალურად „ვაჰაბისტები“ ანუ რადიკალური ისლამის მიმდევრები  აკონტროლებენ. მათი სამიზნე კი მოვაჭრე ქალები არიან. 

მისივე მტკიცებით, სქემა ასე მუშაობს - ვინც  ამ დაჯგუფებისთვის ყოველ კვირეული ხარკის გადახდაზე უარს ამბობს, მათ სექსუალური ხასიათის დამონტაჟებული ფოტოების გავრცელებით ემუქრებიან, სწორედ ამ დაჯგუფების  ლიდერად ასახელებს დიანა მუსალიევა ყარაჯალას მეჩეთის გაქცეულ იმამს.
 
ამ დაჯგუფების  ტერორის სამიზნე დიანა მსუალიევას მტკიცებით თავად პირველად 2021 წელს მაშინ გახდა, როდესაც სოციალურს  ქსელში  მისი სექსუალური შინაარსის დამონტაჟებული ფოტოები უცნობმა პირებმა გაავრცელეს. 

დიანა მსუალიევა ამტკიცებს, რომ არაფორმალურ დაჯგუფებას ფულ ყოველკვირეულად უხდიდა, თუმცა თან სისტემატური მუქარის ქვეშ იმყოფებოდა. საბოლოოდ კი ქალის მტკიცებით მას ამ  დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფში გაწევრიანება შემდეგ კი    სირიაში გადასვლა და ტერორისტულს დაჯგუფებაში გაწევრიანება მოსთხოვა.

დიანა მუსალიევა ირწმუნება, რომ  რამდენჯერმე  ჯგუფიდან გასვლა გადაწყვიტა, ამ ფაქტს კი მისი არასრულწლოვანი შვილების  მკვლელობის მუქარა და თვალთვალის სერია მოჰყვა.

მუქარის გამო დიანა  მუსალიევას მტკიცებით,  საბოლოოდ ის სირიაში წასვლას დათანხმდა და 2023 წლის აგვისტოში სარფის მიიცვალებით დაიძრა, გზად კი ქალის მტკიცებით, ისევ იმამის ახლო გარემოცვის წევრი მირიან ისივიევი  შეხვდა, ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ კაცი  მის ავტომობილში ჩაჯდა და იარაღის მუქარით გორის მიმართულებით იძულებით  წაიყვანა, ერთ-ერთ სასტუმროში მიიყვანა და ნომერში ჩაკეტა. 

ახალგაზრდა ქალის ვერსიით,  სივიევი იყო ის ადამიანი,  რომელიც იამმის დავლებით მის გადაყვანას სირიაში აპირებდა, თუმცა მოულოდნელად ქალის მტკიცებით, დაჯგუფების გეგმები შეიცვალა და სივიევს ტელეფონზე ვესილ ორუჯივმა ვდიეო ზაროთ დაურეკა,  ქალს ყურანზე ფიცი  დაადებინა რომ თუ არავის არაფერს ეტყოდა-მაშინ გაატვაისუფელბდა და სირიაში აღარ წაიყვანდა.

დიანა მსუალიევა ამბობს, რომ სასტუმროდან 24 საათში უკან, ისევ თბილისში მირიან სივიევთან ერთად დაბრუნდა, რამდენიმე დღეში კი ის კახეთის პოლიციაში მივიდა და ყველაფერი მოყვა, თუმცა სამართალდამცავებმა გამოძიება არ დაიწყეს და სუს-ში გადაამისამართეს. 

დიანა მსუალიევას ადვოკატი ამბობს, რომ არცერთმა უწყებამ ქალს არ მოუსმინა და 2 წლის განმავლობაში უწყებიდან უწყებაში ამისამართებენ. 

წყარო: ტვ პირველი