19 წლის გოგო 500 დოლარისთვის წამებით მოკლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

ვინ იპოვა გვამი და როგორ გავიდა გამოძიება მკვლელზე

 

ბათო ჯაფარიძე

 

ბოლო დროს, ქალების მიმართ ძალადობა გახშირდა. პრინციპში, რაღა ბოლო დროს, უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში, ისეთიამბები გავიგეთ, რომლის გააზრებაც კი ძნელია.ვერ გეტყვით, რის გამო ხდება ასე, რამ გააბოროტა ადამიანები, მაგრამ ფაქტია - ყოველდღიურად გვესმის უსასტიკესი დანაშაულების შესახებ და ამას ჩვენი თანამოქალაქეები სჩადიან, ადამიანები, რომლებსაც მშობლებიც ჰყავთ, ცოლ-შვილიც, თითქოს, ნორმალური სამეგობრო წრეც და ბოლოს, ყველა მხრებს იჩეჩავს, ასეთი არ მეგონაო. გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფერ ამას კორონავირუსს აბრალებენ, აქაოდა, ეს სიბოროტე,სწორედ კორონამ დაუტოვა ადამიანებსო, რაც ძალიან ჰგავს შეთქმულების თეორიას. ისე არ გაიგოთ, თითქოს,დრე ასეთი ამბები არ ხდებოდა. შეიძლება უარესებიც ხდებოდა, მაგრამ არ ახმაურებდნენ, მალავდნენ, მაშინ არც ასეთი აჩქარებული იყო დრო  და არც ის შეგეძლო, ინტერნეტით გაცნობოდი ყველაფერს და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ცხოვრობდი. ახლა კი...

 

90-იანი წლების გარიჟრაჟზე, მაშინ, როცა სიმართის დასამტკიცებლად „კალაშნიკოვი“ და ერთი მჭიდი იყო საკმარისი, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ასე გონია, რომ სწორედ მაშინ შევეჩვიეთ სიკვდილს, სწორედ მაშინ დაიკლო სიცოცხლის ფასმა, გაუფასურდა სიცოცხლე და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა ხომ საერთოდ, ახალგაზრდა, უწვერ-ულვაშო ბიჭების სიკვდილს შეგვაჩვია. იმ ბიჭებისა, რომებიც მკერდს ალალად უშვერდნენ მტრის ტყვიას და მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ სამშობლოსთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, მათ ხელშიდაიბადა და მოვლა სჭირდებდა. სწორედ იმ პერიოდში, თბილისის გარეუბანშ, ხის ტოტებისა და მუყაოს ყუთების გროვის ქვეშ, გამვლელმა გოგონამ ხელი შენიშნა და მაშინვე მილიცია გამოიძახა.როგორც მაშინ ხდებოდა, გოგოს თავში წაუთაქეს, შენ მოკლავდიო, მაგრამ მან ტირილი დაიწყო, არც კი ვიცი, ვინ არის, როგორ მოვკლავდიო? ის იყო, გვამი საკაცეზე დაასვენე, რომ გოგონამ დაიკივლა, ჩემი თანაკლასელი ყოფილაო და ახლა ორჯერ მეტადწაუთაქეს, უეჭველად შენ მოკლავდი, თანაკლასელებს შორის კამათი და ჩხუბი ხშირიაო.მოკლედ, გოგონა დააკავეს...

მომხდარის დროს, შვებულებაში ვიყავი და მეორე დღესვე გამოვედი. შევდივარ თახში და რას ვხედავ? უზით პატარა გოგო წინ და ხან ერთი მხრიდან წაუთაქებენ თავში, ხან - მეორედან, მკვლელობა აღიარე და გაგიშვებთო. ტყუილსაც ხომ ნიჭი უნდა, არა? ამას ეუბნებიან, მკვლელობა გვიღიარე და გაგივებთო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი,ბატონი თენგიზი.

გამოდილი გამომძებლის დანახვისთანავე, ახალბედებმა ოთახი დატოვეს და გოგონაც მას შეატოვეს. ატირებული ბავშვი, მშვიდი სახის დანახვაზე, თავადაც დამშვიდდა - აღარავინ უყვიროდა, აღარავინ ურტყამდა. გამომძიებელმა გოგონას თავზე ხელ გადაუსვა და მშვიდად უთხრა, ახლა მომიყევი, რა მოხდა და აქ რა გინდაო.

გოგონამაც დაიწყო: იმ ადგილზე, სადაც მივდიოდი, ყოველთვის არის ვიღაც, ამ ცხოვრებაზე გაბრაზებული თინეიჯერები. მე 19 წლის ვარ, სკოლა სამი წლის წინ დავამთავრე, მაგრამ სახლში მაინც,როგორც ბავშვს, ისე მექცევიან. დედაჩემს ვეკამათე და გაბრაზებული იმ ადგილზე წავედი, სადაც ყოველთვის შეიძება შენნაირი, შენიანი ნახო და პრობლემებზე ესაუბრო. მივედი და ნაგვის გროვის ქვეშ, ვიღაცის ხელი დავინახე. მილიციას დავუძახე, ისინი კიდევ მეუბნებიან, შენ მოკალი და აღიარეო. თანაც, გარდაცვლილი ვიცანი, ჩემი თანაკლასელი იყო, მაღაზია აქვთ მაგის მშობლებს, იქ მუშაობდა და რომ ვიცანი, საერთოდ გაგიჟდნენ, შენი მოკლული იქნებაო. მე მართლა არ მომიკლავს“.

გამომძიებელი კორიდორშ გავიდა და კოლეგებს ჰკითხა, რამე მტკიცებულება გაქვთ თუ არაო და უარის მიღების შემდეგ, ისევ გოგონასთან შებრუნდა, ჩვენებაზე ხელი მოაწერინა და პირადად გააცილა განყოფილებიდა. გამოცდილი მაძებარი კარგად ხვდებოდა, რომ გოგონა მკვლელი არ იყო და საქმის გარშემო რამე რომ ცოდნოდა, განყოფილებაში ცოცხალი თავით არ დარეკავდა, დამალვას შეეცდებოდა. შემთხვევის ადილის დათვალიერებამ გამოძიებას ახალი არაფერი მისცა. ექსპერტიზის დასკვნით კი, გოგონა ძალიან მარტივად გაგუდეს, უკნიდან მიეპარნენ, თავზე პოლიეთილენის მყარი პარკი ჩამოაცვეს და გაგუდეს. მან ვერც დაყვირება მოასწრო და სავარაუდოდ, ვერც წინააღმდეგობის გაწევა, რადგან სუსტი აღნაგობის იყო, მკვლელი კი აშკარად მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რამეთუ გოგონა მყარად ეჭირა და პარკის ბოლოების გადაბმის ადგილზე, ბევრი ნაწვალები არ გახლდათ ანუ მისი ბოლოები მყარ ხელში იყო მოქცეული.

გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ გოგონას დედა და მამინაცვალი ზრდიდნენ. უფრო სწორად, ტანჯავდნენ, რადგან აიძულებდნენ, დილიდან საღამომდე მაღაზიაში ყოფილიყო, არა მარტო გამყიდველად ემუშავა, არამედ, მძიმე ყუთებიც ეთრია. როცა მამინაცვალს რამე არ მოეწონებოდა, არც სილის შემოკვრაზე ამბობდა უარს და ამის შემსწრე არაერთი მომხმარებელი გახლდათ, თუმცა შენიშვნას არავინ აძლევდა. მამინაცვალი დაკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ალიბი ჰქონდა და თან ძალიან მყარი - მეგობრებთან ერთად, სათევზაოდ იყო წასული მთელი დღე, ის დრო მდინარის ნაპირზე გაატარა და ისე დათვრა, მეგობრებმა სახლამდე ხელით აიტანეს და ლოგინზე „დაასვენეს“. დედა ბევრს ტიროდა, ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, ეს რა დაგვემართაო და ისიც თქვა, რომ გონას თავისი ფული ჰქონდა, რადგან დღის განმავლობაში, მაღაზიაში რამდენიმე ადამიანი რეკავდა, რომელიც მისვლას ვერ ახერხებდა, პროდუქტს უკვეთავდა და ის პროდუქტი გოგონას მიჰქონდა, სანაცვლოდ კი, პროდუქტის ღირებულების გარდა, ფეხის ქირასაც აძლევდნენ ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ერთგვარი კურიერი იყო. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, გოგონა, სწორედ იმ ფულის გამო მოკლეს და მერე რა, რომ თანხა დიდი არ იყო - იმ დროს ნაკლები თანხის გამოც იმეტებდნენ ერთმანეთს.

ექსპერტიზის დასკვნაში ისიც ეწერა, გოგონა ძალიან იაფფასიან კოსმეტიკას ხმარობდა და კანი ისე ჰქონდა გაღიზიანებული, სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა, ინფექცია მთელ სხეულზე იყო მოდებულიო. დედამაც დაადასტურა, თავისი მეგობრისგან მოჰქონდა კოსმეტიკა, მაღაზიაშიც ყიდდა, მაღაზიის გარეშეც და ფულს აქედანაც შოულობდა, მაგრამ მე კოსმეტიკა არ მომეწონა, რამდენჯერაც მოვიხმარე, იმდენჯერ ცუდი რეაქცია მომცა და ეს იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგ შუშებში იყო ჩასხმულიო. საჭირო იყო, კოსმეტიკის მიმწოდებელი ეპოვათ და მალე მიაგნეს კიდეც - ისიც ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ამბობდა, რომ კოსმეტიკა საფრანგეთდან და იტალიიდან მოჰქონდა, რეალურად კი მასში კუსტარულად დამზადებული ნაგავი ესხა. ჰო, სწორედ რომ ნაგავი, ნამცხვრის ესენციებით დამზადებული, კარბიდის არაყზე დაყენებული სითხე, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. მეტიც, სითხე, რომლთაც გარდაცვლილი გახლდათ მოწამლული, მის სხეულში შეიყვანეს და დაარწმუნეს, წარბებს რომ ამოიქნი და ამ ნემსს გაიკეთებ, აღარ ამოგივაო.თავად კოსმეტიკის მიმწოდებელმა ხელები გაშალა, ჩემთან ეს ვიღაც ფრანგს მოაქვსო, „ვიღაც ფრანგი“კი ლოტკინელი ბოშა აღმოჩნდა, რომელიც მას ბოშური აქცენტით, რაღაც იდიოტობებს ეუბნებოდა,ვითომ ფრანგულად.

ყველაზე საინტერესო, რაც კოსმეტიკის გამსაღებელი გოგონას სახლში ვიპოვეთ, ზუსტად ისეთი მოცისფრო პოლიეთილენი იყო, რომლითაც გარდაცვლილი იყო გაგუდული. მეტიც, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ცელოფნები იდენტური იყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გოგონას ფრთხილად გამოჰკითხეს, ვინ დადიოდა მასთან სტუმრად, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან და მანაც ყველაფერი ალალად თქვა. გარდაცვლილი ჩემი კოსმეტიკით მოიწამლა და მკურნალობისთვის 500 დოლარი მთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამპირდა, ყველას ეტყოდა, ჩემი კოსმეტიკა უვარგისი რომ იყო. არადა, ყველაზე კარგად, სწორედ ის ყიდდა ყველაფერს და გადავწყვიტე, გადამეხადა. ფულს ბანკში ვინახავ და 500 დოლარი გამოვიტანე კიდეც, მაგრამ იმ საღამოს არ მოვიდა ფულის წასაღებად, მეორე დღეს კი გავიგე, მოკლესო. გამოძიებამ გდაამმა და დაადგინა, რომ მან 500 დოლარი მართლაც გაიტანა ბანკიდან ანუ მზად იყო, გადაეხადა და მოკვლას არ აპირებდა. თანაც, ყველა ლოგიკით, მკვლელი კაცი იყო. კითხვაზე, ვინ იცოდა მათი დაპირისპირების  შესახებ, გოგონამ თქვა, რომ მხოლოდ საქმროს უთხრა, „ფრანგ მომწოდებელთან“ კი, უბრალოდ, იწუწუნა, რომ უკეთესი ხარისხი იყო საჭირო ანუ მიმწოდებელმა არ იცოდა გოგონას და 500 დოლარის ამბავი. საქმროს რაც შეეხება, ის წარსულში ნასამართლები პირი აღმოჩნდა. როცა დააკავეს, პრაქტიკულად, უგონოდ მთვრალი იყო და ყვირილი დაიწყო, მოვკალი, მაგრამ ახლა ვნანობო. გამოფხიზლებულზე კი...

ვიცი, უარყოფას აზრი არ აქვს. მკვლელობა არ მინდოდა, ელაფერი სპონტანურად მოხდა, შემთხვევით დავინახე, რომ იმ მიყრუებულ ადგილზემოდიოდა და მაშინვე 500 დოლარი გამახსენდა, ეს თანხა ჩემს საცოლეს შერჩებოდა, თან უკვე  დაქორწინებას ვაპირებდი და ინსტიქტურად, ჯიბეში პოლიეთილენიც მოვსინჯე, მერე კი რობოტივით ვმოქმედებდი. აზრზე როცა მოვედი, უკვე მკვდარი იყო, რა უნდა მექნა, ნაგავი მივაყარე, გავიქეცი და იმის მერე ვსვამ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მკვლელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 13 წლით იმიტომ, რომ... მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.