ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ წუთებში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ ბათუმში კერძო სკოლა "პროგრესში". დაწყებულია მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაციის პროცესი. შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ტელეფონით შევიდა.

შენობა ამ დროისათვის ცარიელია. ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს.