27 წლის სპორტსმენი, ირანის მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი და ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი იყო.
ირანში მასშტაბური დემონსტრაციები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. იმ პერიოდში, 25 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დააპატიმრეს. სწორედ მაშინ დააკავეს ნავიდ აფკარი და მისი ძმები _ ვაჰიდი და ჰაბიბი. ნავიდს სასამართლო, დემონსტრაციაში მონაწილეობის გარდა, სამართალდამცავის მკვლელობასაც ედავებოდა. პროცესი თითქმის ორი წელი გაგრძელდა და ირანის სასამართლომ ნავიდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. არადა, 27 წლის სპორტსმენი, ირანის მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი და ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი იყო. მისი სიკვდილით დასჯის გაუქმება, თვით დონალდ ტრამპმაც კი სთხოვა ირანის ხელისუფლებას, თუმცა განაჩენი სისრულეში გასულ კვირას, 12 სექტემბერს მოიყვანეს.
რაც შეეხება მოჭიდავის ძმებს _ ვაჰიდსა და ჰაბიბს, შესაბამისად, 54 და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ახლა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია იმაზე მსჯელობს, მოკვეთოს თუ არა ირანის ნაკრები ყველა სპორტული შეჯიბრიდან.