ამერიკელმა სწავლულებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელსაც კიბოს 50-ზე მეტი სახეობის აღმოჩენა შეუძლია. ცნობილია, რომ ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათო სიმსივნეებს აფიქსირებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში, თითქმის შეუმჩნეველნი რჩებიან. ტესტირების ახალ მეთოდზე ბოსტონში, კიბოს ინსტიტუტსა და მაიოს კლინიკების სპეციალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, ეს პროცედურა ყველაზე კარგ შედეგებს დაავადების განვითარების გვიან სტადიაზე აჩვენებს, თუმცა მუშაობის შემდგომ ეტაპზე, დიაგნოზის დასმა უპრეცედენტოდ ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი. ამერიკელ სწავლულთა კვლევაში 7 ათასამდე პაციენტი მონაწილეობს. შემთხვევების 96%-ში, ტესტი სწორად ადგენს, რა ორგანოა დაავადებული სიმსივნით.
ახალი ტესტი სახიფათო სიმსივნეებს აფიქსირებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი