მოწევის შედეგები მემკვიდრეობით გადადის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისეთი მავნე ჩვევა, როგორიც თამბაქოს მოწევაა, გარკვეულ ანაბეჭდს ტოვებს გენეტიკურ შემადგენელზე. მოწევის შედეგები, შესაძლოა, თაობიდან თაობას გადაეცეს. მაგალითად, იმ ქალის შვილიშვილი, რომელიც თავგამოდებული მწეველი იყო, შესაძლოა, ასთმით იყოს დაავადებული, - ასეთ ვარაუდებს გამოთქვამენ ამერიკელი მეცნიერები, ლოს-ანჯელესის ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტიდან. მათ მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნიკოტინი თავისებურ ნაკვალევს ტოვებს ადამიანის გენომზე.

ცდები ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა. ფეხმძიმე მღრღნელებს აძლევდნენ ნიკოტინს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მათი შთამომავლობა ასთმის განვითარებისკენ იყო მიდრეკილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეთოლოგიური გენი შემდგომ თაობასაც გადაეცემოდა, მიუხეადავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ნიკოტინის ზემოქმედების ქვეშ. ჩატარებული კვლევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაც ადრე კალიფორნიელმა სწავლულებმა გამოავლინეს: ბებიების მავნე ჩვევის შედეგები მათი მომავალი შვილიშვილების ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, დაახლოებით, 250 მილიონი მწეველი ქალია. ფეხმძიმობის პერიოდში კი მათი 12% კვლავ აგრძელებს სიგარეტის მოწევას.