პრემიერ-მინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს − ფილიპ გუიტარდს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

 

ფრანგული კომპანია Veolia group-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. ვეოლია ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 220,000 თანამშრომელი ჰყავს. 2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.