საფენებისა და ტამპონების იმპორტი 32%-მდე შემცირდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქსტატის მონაცემებით, წელს, 9 თვეში საფენებისა და ტამპონების იმპორტი 31,6 %-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 35,440 დოლარის ღირებულების 8,487 ტონა სანიტარიულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები, ასევე ანალოგიური ნაწარმის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, მათ შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც ქვეყანამ დაახლოებით 21,719 დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა.

2024 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საიმპორტო ბაზრების ხუთეულში პოზიციები ასე ნაწილდება:

თურქეთი - $21,719.71 (6,799 ტონა)
რუსეთი - $6,099.35 (688 ტონა)
ჩეხეთი - $2,526.69 (199 ტონა)
სლოვაკეთი - $1,156.51 (121 ტონა)
რუმინეთი - $1,114.17 (85 ტონა)