“აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, ეს მათ დაიმსახურეს” - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება.

„ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იმავე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იმავე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, რაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე – ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს“, –  განაცხადა პრემიერმა.