“ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, რატომ არ ხვდებოდა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო” - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, რატომ არ ხვდებოდა მათ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული საფუძველი.

„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზი, ეს მიზეზი ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა მიზეზი ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.