ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგებიან - პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი.

„საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

– ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

– გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

– ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;

– გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.