ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უსურვა.

“ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს”, - განაცხადა პრემიერმა.