გადაწყდა - თოფურია ქამარს ჰოლოუეისთან დაიცავს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ის ერთადერთ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას ქამრის დაცვა მაქს ჰოლოუეისთან მოუწევს. ამის შესახებ განცხადება თავად ქართველმა მებრძოლმა გააკეთა და აღნიშნა, რომ UFC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. საქმე ის გახლავთ, რომ ჰოლოუეი არც თუ იშვიათად ამბობდა, თოფურიასთან ბრძოლის ნებას არ მაძლევენ, თორემ მას აუცილებლად დავამარცხებდი და ქამარსაც წავართმევდიო. ილიამ მისი გამოწვევა მიიღო და ჰოლოუეი ამის შემდეგ სულ გაურბოდა ქართველთან შეხვედრას. საბოლოო ჯამში კი, გადაწყვეტილება UFC-მა მიიღო.

ჯერ არ ვიცით, სად მოხდება შეხვედრა, მაგრამ ასოციაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს ორი უახლოესი საბრძოლო საღამოდან ერთ-ერთზე მოხდება - ამერიკაში (სოლტ ლეიკ სიტოში), ანაც აბუ დაბიში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე