სამგორში, თურაშაულის ქუჩაზე გზა ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, თურაშაულის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება როგორც თურაშაულის ქუჩაზე, ასევე, თურაშაულის I ჩიხში. ჯამში, 1 962 კვ. მ. ფართობი კეთილმოეწყობა.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 193 116 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე ადგილზე გაეცნო.