რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე ტალღა, რომელზეც ევროკავშირი აშშ-სთან და დიდ შვიდეულთან ერთად მუშაობს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ხვალ ჩვენ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს, რათა კიდევ უფრო გამოვთიშოთ რუსეთი და დავასუსტოთ ის რესურსები, რასაც ამ ბარბაროსული ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი სხვადასხვა მიმართულებით ზომებს მოიცავს:

❗აშშ-ის შემდეგ (რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ძალაა), ევროკავშირის 27 ქვეყანა (მსოფლიოში მეორე ეკონომიკური ძალა) რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობებს ჩამოართმევს. ამ ნაბიჯის შემდეგ ევროკავშირს შეეძლება რუსულ პროდუქტებზე სადამსჯელო ტარიფების დაწესება, რითაც რუსეთს ჩრდილოეთ კორეას ან ირანთან გაათანაბრებს.

❗ახალი სანქციების მეორე ნაწილი პუტინის შიდა წრეს შეეხება. მომავალ კვირას დიდი შვიდეულის ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები რუსეთის ლიდერის გარემოცვისთვის სანქციებს განიხილავენ. ამ სანქციებით დიდი შვიდეული დარწმუნდება, რომ რუსი ელიტა სანქციების გვერდის ავლას კრიპტო-აქტივების გამოყენებით ვერ შეძლებს.

❗ევროკავშირი დაბლოკავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს, რაც რუსული ელიტებისთვის დარტყმის მიყენებას ისახავს მიზნად.

❗ევროკავშირი შეზღუდავს ფოლადისა და სხვა რკინის მეტალების რუსეთიდან იმპორტს.

❗ევროპელებს აეკრძალებათ რუსეთის ენერგოსექტორში ინვესტირება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემოსავლის მთავარი წყარო ნავთობი და გაზია, ევროკავშირი კი რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად უარის თქმას 2027 წლისთვის გეგმავს.

„ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა, ისევე როგორც მასზე მყისიერი მეგობრული პასუხი დემოკრატიული ქვეყნებისგან. მე უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.