პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა.

საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას საარჩევნო კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის.