საქართველოში საარჩევნო პროცესს 76 ქვეყნიდან ჩამოსული 1700-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროცესს, ადგილობრივ სადამკვირვებლო მისებთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან.

დაახლოებით, 1700 საერთაშორისო დამკვირვებელი, საქართველოში 76 ქვეყნის ქვეყნიდან ჩამოვიდა. მათ შორის, არიან, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.

მოკლევადიანი დამკვირვებლები უშუალოდ არჩევნების დღეს, მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, ხოლო გრძელვადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში არჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ. მათ შეისწავლეს, როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ასევე - არჩევნების დღეს მიმდინარე გარემო, საბოლოოდ კი, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებენ.

უნგრელი დამკვირვებლის, ფანი ლაჟკოს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მთავარი მიზანია, დარწმუნდნენ საარჩევნო პროცესის თავისუფლებაში, რათა ის სამართლიან პროცესთან თავსებადი იყოს.

"ჩვენ ვართ საერთაშორისო დამკვირვებლები. აქ ჩამოვედით, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეთ. დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი იყოს შესაბამისობაში თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპთან", - განაცხადა ფანი ლაჟკოსმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.