საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119 შეადგენს. აჭარის ხუთი საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია რეგისტრირებული – 154 357 ამომრჩეველი; ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქი კი შუახევია – 14 454; ქედაში – 15 581 ამომრჩველი; ქობულეთი – 66 235; ხელვაჩაური – 43 271; ხულო – 23 221 ამომრჩეველი. უბნების საერთო რაოდენობა შეადგენს 317-ს, საიდანაც 251 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. 66 უბანზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება. გარდა ამისა, აჭარის რეგიონში 114 ადაპტირებული უბანი გაიხსნება.
აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 14 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული:
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ (შემოკლებული დასახელება: „კი ევროპას“) საარჩევნო სახელწოდებით: „კი ევროპას“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა“, საარჩევნო სახელწოდებით: „ტრიბუნა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება: მპგ „ქართული ოცნება“) საარჩევნო სახელწოდებით: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სახელწოდებით: „გახარია საქართველოსთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) საარჩევნო სახელწოდებით: „გირჩი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (შემოკლებული დასახელება: „ევროპელი დემოკრატები“) საარჩევნო სახელწოდებით: „ევროპელი დემოკრატები“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო სახელწოდებით: „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობისთვის“, საარჩევნო სახელწოდებით: „სამართლიანობისთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო სახელწოდებით: „თავისუფალი საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია „საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება: „ერთიანობა-ენმ“) საარჩევნო სახელწოდებით: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება: „საქართველოს პატრიოტები“) საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ერთობა გვარამია მელია“ (შემოკლებული დასახელება: „ახალი ერთობა“) საარჩევნო სახელწოდებით: „ახალი ერთობა გვარამია მელია“.
აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება - არჩევნები 2024
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი