მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი მასწავლებლებისთვის დაბა ბაკურიანში გასვლითი ღონისძიება „მასწავლებლის როლი აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაში“ გამართა.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარეს პროფესიული კავშირები. პროექტის მიზანია მასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება და სასკოლო პროექტების განხორციელება თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით.მონაწილეთა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
სამგორის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ბაკურიანში გასვლითი ღონისძიება გამართა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი