ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება.
„რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი საკონსულო და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, იხსნება უბნები, ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყო 2,3,4 უბანიც კი. ყველაფერი წარიმართება საარჩევნო პრინციპების დაცვით და არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ამაზე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გესაუბროთ“, - განაცხადა პრემიერმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით სამ კვირაზე ცოტა მეტი არის დარჩენილი არჩევნებამდე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში.
„რაც შეეხება არჩევნების არალეგიტიმურობას, ამ ტერმინს ატრიალებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით სამ კვირაზე ცოტა მეტი არის დარჩენილი არჩევნებამდე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. ყველას აქვს აგიტაციის ჩატარების საშუალება ყველანაირი ფორმით, გინდა საზოგადოებას ესაუბრე, გინდა ბილბროდი გამოფინე, გინდა რეკლამა განათავსე, ყველა საშუალებით არის აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები, რომელსაც ხინჯი არ აქვს. ვერავითარ ინფორმაციას ვერ ავრცელებენ, ადმინისტრაციულ რესურსებთან, მოსყიდვებთან და ა.შ. ვნახე ერთ-ერთი დასკვნა, რაღაც სამ ფაქტზე იყო საუბარი კონკრეტული მიმართულებით, სამივე იყო აბსურდი, სისულელე, შეგვიძლია, სათითაოდ გავარჩიოთ ნებისმიერი დასკვნა. ზოგადად ყველა ხომ ხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში საარჩევნო გარემო არის ოპტიმალურზე ოპტიმალური. არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ვიღაცამ ისაუბროს არალეგიტიმურ არჩევნებზე. ასეთ პირობებში ვიღაცები რომ ახსენებენ ასეთ ტერმინს, ეს ყველაფერი მიანიშნეს, რომ წინასწარ არიან შეგუებული რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები, შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, შესაბამისად, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ამაზე ორჯერ და კიდევ უფრო ნაკლები.
„დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს. ჩვენი რეიტინგი დღეს არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ. გუშინ ჩაატარა „ახალმა“ თავისი გენერალური ყრილობა 1 500 სკამი დააწყვეს და ისიც კი ვერ შეავსეს, რა არჩევნების მოგებაზე საუბრობენ, ხომ აბსურდია. ამიტომ აქცენტი გადააქვთ არჩევნების ლეგიტიმაციაზე და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რატომ საუბრობენ საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როცა ამისთვის მინიმალური საბაბიც კი არ არსებობს, - ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია.
„რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საიდან ჩნდება საერთოდ საბაბიც კი ამაზე საუბრისთვის, არჩევნები ხომ კარგად წარიმართება, ელექტრონული ტექნოლოგიებით დაითვლება შედეგები და ა.შ. რატომ საუბრობენ საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როცა ამისთვის მინიმალური საბაბიც კი არ არსებობს. საინტერესოა ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გაუგებარია.
რაც შეეხება კურსს. პირდაპირ ვაცხადებთ რას, რომ პირიქით, ჩვენ ვიხვეწებით, რომ გაგვიხსნან მოლაპარაკებები და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს და ვინ უქმნის კურსს საფრთხეს?
რაც შეეხება კანონს, დავუბრუნდეთ კანონს, ერთი არის კანონი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ტრადიციული ფასეულობების და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა, მეტს არაფერს არ ეხება ეს კანონი და არ შეიძლება ეს კანონი რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის პრინციპებს ან ამერიკის სულისკვეთებას და თუ ეწინააღმდეგება, მაშინ იქ ყოფილა პრობლემა. შეუძლებელია უბრალოდ, როდესაც საუბარი ეხება ტრადიციული ფასეულობების დაცვას და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, შეუძლებელია ვიყოთ რაიმე წინააღმდეგობაში პრინციპებთან. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, თან კონტექსტიც ხომ მნიშვნელოვანია, იყო ორი მცდელობა რევოლუციის ამ ქვეყანაში NGO-ების პირდაპირი ჩართულობით, 2021 წელს და 2022 წელს. პირდაპირ სცენაზე ავიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. ამ ფონზე მიიღება კანონი, რომელიც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, ეს არის გამჭვირვალობა, მათ შორის, რევოლუციის გამჭვირვალობა. ეს არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგაც კი, ეს არის კანონი რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ მაგალითად. ეს არის კანონი ისეთი გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც შეიძლება გარკვეული რისკები ახლდეს თან და ეს რისკები თან არის ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურებული, საზოგადოებას აქვს ამაზე მტკიცებულებები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
"ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ" - ირაკლი კობახიძე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი