თუ არჩევნებში ხალხი ევროპის მომხრე იქნება, შეჩერებულ გზაზე დაგვაბრუნებენ - ზურაბიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან, რომ, როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე ქუჩაში დააფიქსირა, მაგრამ ახლა დაადასტურებს საარჩევნო ურნაში, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპის მომხრედ, დაგვაბრუნებენ იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა ოცნებამ. ეს დასტური მივიღე.“ - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში.