"სალომე ზურაბიშვილმა თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და არალეგიტიმური პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად, იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან, თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, რომ ის იყოს წარმატებული.

„მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არათუ ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას ორიოდე თვის წინ, როდესაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოცხადდა დასკვნა, არამედ პრაქტიკულად მონებად გამოაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსი მოსამართლე. ახლა ამ ადამიანებმა, რამდენად ყალბები არიან, და როგორი ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მონებად გამოცხადებულ ექვს მოსამართლეს მიმართეს სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. როგორი სიყალბეა წარმოიდგინეთ ამ სარჩელით თავად სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. მანამდე ჰქონდა ხელში ჩასაჭიდი ის, რომ მონებს ეძახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ამით ამართლებდა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და ახლა ლეგიტიმაცია აღიარა. პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან. თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთ ტყუილში ცხოვრობენ თავად და საკუთარ თავს და საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ასეთ ტყუილში. ასეთი ძალები ვერ იქნებიან წარმატებული მათ შორის ვერც სარჩელებში. ამ კონკრეტულ სარჩელს რაც შეეხება, იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, ეს იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი რამ რაც წერია კანონში, არის ის, რომ ენჯეობმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი ფინანსური დეკლარაცია, ანუ გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზეა საუბარი, რაც არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი.

„ამაზე როცა შეგაქვს სამართლებრივი სარჩელი, ეს მეტყველებს, რომ არც სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვთ ამ ადამიანებს და კეთილსინდისიერებასთან აქვთ სერიოზული პრობლემები. ასეთი სარჩელი თავისი არსით არ შეიძლება, იყოს წარმატებული გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, არ შეიძლება, იყოს მტკიცების საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.