უქომაგე საქართველოს - ევრობასკეტი 2022-ის გახსნის ცერემონია რიყის პარკში დღეს გაიმართება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი პირველ სექტემბერს ევროპის ერთდროულად ოთხ ქალაქში დაიწყება – თბილისში, კიოლნში, პრაღასა და მილანში.

ერთი დღით ადრე, 31 აგვისტოს, 21:30 საათზე, თბილისში, რიყეზე, ევრობასკეტის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება, სადაც ასევე გაიხსნება ორიგინალურად მოწყობილი ფან-ზონა. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ საქართველოს ნაკრებს პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგონ. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

  ევრობასკეტი 2022-ის A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები იღებენ მონაწილეობას, ჩატარდება „თბილისი არენაზე“. შეხვედრებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 9 სექტემბრიდან შეჯიბრება პლეი ოფით გაგრძელდება, რომლის სათამაშოდ ჯგუფიდან გასული გუნდები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაემგზავრებიან. ევრობასკეტზე გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, მონტენეგრო, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი; B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია; C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი; D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები. ფინალური ეტაპი მერვედფინალური რაუნდიდან იწყება, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.

A ჯგუფის კალენდარი 1 სექტემბერი 15:30 ესპანეთი-ბულგარეთი 18:15 თურქეთი-მონტენეგრო 21:00 ბელგია-საქართველო 3 სექტემბერი 15:30 მონტენეგრო-ბელგია 18:15 ბულგარეთი-თურქეთი 21:00 საქართველო-ესპანეთი 4 სექტემბერი 15:30 ბულგარეთი-მონტენეგრო 18:15 ესპანეთი-ბელგია 21:00 თურქეთი-საქართველო 6 სექტემბერი 15:30 ბელგია-თურქეთი 18:15 მონტენეგრო-ესპანეთი 21:00 საქართველო-ბულგარეთი 7 სექტემბერი 15:30 თურქეთი-ესპანეთი 18:15 ბულგარეთი-ბელგია 21:00 საქართველო-მონტენეგრო.

წყარო: პირველი არხი