სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, თურაშაულის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება როგორც თურაშაულის ქუჩაზე, ასევე, თურაშაულის I ჩიხში. ჯამში, 1 962 კვ. მ. ფართობი კეთილმოეწყობა.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 193 116 ლარი გამოიყო.მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე ადგილზე გაეცნო.
სამგორში, თურაშაულის ქუჩაზე გზა ეწყობა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი