აფრიკის დასახლებაში, რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, N94-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი სტადიონის დემონტაჟი.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 450 კვ. მ. ფართობზე მოეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 000 ლარი გამოიყო.

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.