სამგორის რაიონში ევროპის ქუჩიდან გზა ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩიდან შალვა ჭანკოტაძის ხეივნამდე, შალვა ლოლაძის ქუჩის N2-დან N17- მდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3140 კვ. მ ფართობია ტერიტორია კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 562 093 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.