რუსული ვაქცინის Sputnik V-ს გამო სლოვაკეთის მმართველი კოალიცია დაიშალა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც Associated Press-ი იტყობინება, სკანდალი გამოიწვია ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის შეტანამ.

მთავრობა დატოვეს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრებმა პარტიიდან „თავისუფლება და სოლიდარობა“ . მანამდე თანამდებობა დატოვა პარტიის ხელმძღვანელმა, რიჩარდ სულიკმა, რომელიც ვიცე პრემიერ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. სულიკმა თქვა, რომ მისი პარტია არ დაბრუნდება მთავრობაში მანამ, სანამ პრემიერ მინისტრი იგორ მატოვიჩი არ დატოვებს თანამდებობას.

12 მარტს სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მარეკ კრაიცი Sputnik V–ს ქვეყანასი შეტანის გამო თანამდებობიდან გადააყენეს. მატოვიჩმა განმარტა, რომ ქვეყნის მთავრობა დაშლის პირას იყო. მოგვიანებით, თავად მატოვიჩმა გამოთქვა მზადყოფნა დაეტოვებინა თანამდებობა "Sputnik V" -ს მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო.

არასერტიფიცირებული რუსული ვაქცინის შეტანამ სერიოზული პოლიტიკური დაყოფა გამოიწვია სლოვაკეთშით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა დაგმო პრემიერ მინისტრი, რომელიც პირადად დახვდა ვაქცინის პირველ პარტიას აეროპორტში. ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მოუწოდა Sputnik V ვაქცინის გამოყენების წინააღმდეგ. 6 მარტს მატოვიჩმა გამოაცხადა, რომ ვაქინას უკან არ დააბრუნებს. სწორედ მისი ამ განცხადებების დამო დაიშალა სლოვაკეთის მმართველი კოალცია.