ჩინეთში აბორტი აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ აბორტების ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ განაცხადა. ამ გზით, ქვეყანაში შობადობის მკვეთრი შემცირების შეჩერებას ცდილობენ. აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა მილიონობით ქალს მიაყენებს ზიანს. ამჟამად, შობადობის მაჩვენებელი ჩინეთში რეკორდულად დაბალ დონეზეა. მოსახლეობა ბერდება და მთავრობა ცდილობს, გადამწყვეტი ზომები მიიღოს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ახალი შეზღუდვებით, ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების გამო. გარდა ამისა, მთავრობა სოციალურ დახმარებას გაუწევს დედებს და უნაყოფობის მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.