მასკი ჰაკერებს ჯილდოს დაპირდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია SpaceX ჰაკერებს ფულის გადახდას დაპირდა, თუკი ისინი თანამგზავრული ინტერნეტის - Starlink-ის სისტემაში შეღწევას შეძლებენ. როგორც Business Insider-ი წერს, სპეციალისტები, რომლებიც სისტემაში შეცდომებსა და ლაფსუსებს აღმოჩენენ, 25 ათას დოლარამდე მიიღებენ. კომპანიამ ამგვარად უპასუხა უსაფრთხოების მკვლევარს, ლენერტ ვოუტერსს, რომელმაც განაცხადა, რომ 25-დოლარიანი თვითნაკეთი მოწყობილობით გატეხა სისტემა. მასკის კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი ინჟინრები მუდმივად ცდილობენ Starlink-ის სისტემაში შეღწევას, რათა უფრო უსაფრთხო გახადონ ის.