სამსახურში კატები აიყვანეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთმა იაპონურმა IT-კომპანიამ სამსახურში ათი კატა აიყვანა. ისინი თანამშრომლებს სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმარონ. ტექნოლოგიურ კომპანიაში - Qnote, 32 ადამიანთან ერთად, ახლა ათი კატაც „მუშაობს“. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, კომპანიამ საკუთარი ოფისიც კი გაარემონტა, ოთხფეხა თანამშრომლებისთვის იქ ყოფნა უფრო კომფორტული რომ იყოს - კატებისთვის იქ ორი სართულია გამოყოფილი. პირველი კატა ფირმაში ჯერ კიდევ 2004 წელს გამოჩნდა. დღეს ის „თავმდჯომარის“ პოსტს იკავებს, სხვა მისი მოძმენი კი „კლერკების“ და „აუდიტორების“ თანამდებობებს ინაწილებენ.

ცხოველების ნაწილი იმ პირველი კატის შთამომავლები არიან, ნაწილი კი ქუჩიდან შეიფარეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კატები ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებიან. მას შემდეგ, რაც ეს ოთხფეხები გამოჩნდნენ ოფისში, სამსახურიდან წასვლის სურვილი სულ უფრო ნაკლებ თანამშრომელს უჩნდება. ამიტომ, ამ კომპანიაში მუშაობის აუცილებელი პირობა კატების სიყვარულია.