საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის იმპიჩმენტის ინიციატივა საბოლოოდ უარყო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის პარლამენტის ხელმძღვანელთა კონფერენციამ, რომელიც ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს აერთიანებს, საბოლოოდ უარყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის ინიციატივა.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიჩნია, რომ ინიციატივა პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეყვანას არ იმსახურებს.

3 ოქტომბერს იმპიჩმენტის აღძვრაზე უარი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ განაცხადა. იმპიჩმენტის საკითხი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გავიდა. პროცედურის უარყოფას 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 15 წინააღმდეგი იყო.

იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული ინიციატივით პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად 7 ივლისის არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მემარცხენე კანდიდატის ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი განაცხადა.

მემარცხენეებმა პირველი პირის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში ძალისმიერი გადატრიალების უპრეცედენტო მცდელობად შეაფასეს.