ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები - პრემიერმა არჩევანი გააკეთა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 %-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერც ერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე სვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას. 

დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. არის 2 პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. 
ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება.

ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას. არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას.

2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი. ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები, მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს არჩევნების შედეგები. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს

კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარული ტრიუკი. 

„მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. ჩვენ არასდროს არ ვცდებით ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ, არასდროს არ ვატყუებთ ხალხს. თქვენ გახსოვთ რამდენჯერ მოატყუეს, 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო დამაჯერებლად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. მათ არ აქვთ არავითარი სინდისი და ნამუსი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, მათ შორის, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ ხოლმე, როდესაც დამაჯერებლად აგებდნენ არჩევნებს. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად შევუნარჩუნოთ მშვიდობა, მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, შესაბამისად, შევამცირეთ უმუშევრობა, სიღარიბე ამ ქვეყანაში, გაიზარდა საშუალო ხელფასი, 2 000 ლარს გადააჭარბა უკვე საშუალო ხელფასმა, როცა ჩვენ დაგვხვდა 712 ლარი საშუალო ხელფასი. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა წინსვლა. 2012 წლის მონაცემები გითხარით და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბოლო 4 წლის მონაცემები გითხარით. 
წინა ხელისუფლებამ უბედურება დაგვიტოვა მემკვიდრეობით, როცა ამაყობდნენ იმით, რომ ვითომ იყო კარგი ეკონომიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში. ამ 4-წლიანზეც გითხარით, 50 მილიარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წლის წინ და ამ წლის ბოლოს ხდება უკვე 90 მილიარდი ლარი და ჩვენი დაპირებაა 130 მილიარდი ლარი 4 წლის თავზე. ეს მოხდება აუცილებლად ჩვენი პროგრამის საფუძველზე.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკო-ს მიერ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკოს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც,  „ქართულ ოცნებას“ ექნება 60 პროცენტი. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი.

ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, საარჩევნო შტაბებს აქვთ მაქსიმალური მობილიზაცია. მათ შორის, რეგიონულ შტაბებს ჰყავთ 100 000-ზე მეტი ადამიანი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან, სრული მობილიზაცია გვაქვს ჩვენ, ვმუშაობთ პარტიულად. არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, თუმცა ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისათვის რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ, ამისთვის არის საჭირო ქუდზე კაცი. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის. 

ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს გარანტი მშვიდობის, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ. 

როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე მალე შეიძლება, ვიდრე მანამდე ვპროგნოზირებდით. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება."