"უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

„2012 წლამდე იყო ჩვეულებრივი ტერორი, ასეთი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო წინა რეჟიმის ერთ-ერთთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პრაქტიკა. ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და პლიუს პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერც ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე.

„უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი. ამ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ვინც ამზადებს საელჩოს შიგნით ამ ქარდებს, მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რამენაირად არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, თუმცა ვერც ასეთი ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე. 60 პროცენტი არის დღეს ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 პროცენტს გადასცდება ეს მხარდაჭერა, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. კიდევ სამი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.