პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ნაყოფიერ პარტნიორობას, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ძალისხმევას ქვეყნის საჭიროებებისა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერაში, მათ შორის, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეფექტურად განხორციელების მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.