საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის - კახა კალაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!

მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის! ჩვენ ვართ საქართველო!“,- წერს კახა კალაძე.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.