ირაკლი კობახიძე მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავრობის მეთაურს მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ელოდებიან. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური მუშაობა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

დაესწრება თუ არა სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, ჯერჯერობით უცნობია.