უკრაინელი მეკარე ბელორუსში გაიქცა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

35 წლის კიპერი, დენის შელიხოვი ქართველი გულშემატკივრისთვისაც არის ცნობილი. თავის დროზე, ის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, ახლა კი უგუნდოდ გახლდათ. შელიხოვი, რომელიც ხერსონშია დაბადებული, ახალ კლუბს გამალებით ეძებდა და...

„მე ბელორუსული „სლავია მოზირიდან“ დამიკავშირდნენ, კარგი ჯამაგირი და კონტრაქტი შემომთავაზეს. არადა, უკრაინელ მოთამაშეებს, ბელორუსსა და რუსეთში წასვლა და თამაში აკრძალული გვაქვს, ამიტომ იძლებული გავხდი, ჯერ უნგრეთში გადავსულიყავი, უნგრეთიდან - პოლონეთში, იქიდან კი, მდინარის გადაცურვის შედეგად, დანიშნულების ადგილზე მოვხვდი. მე პატრიოტი ვარ, მაგრამ ორ-სამ წელიწადში, კარიერას დავასრულებ და თუ გარკვეულ თანხას ახლა არ გამოვიმუშავებ, შიმშილით სული ამომძვრება მეც და ჩემს ოჯახსაც“, - განაცხადა შელიხოვმა.

რა ძნელი მისახვედრია, რომ ის უკრაინაში სამშობლოს მოღალატედ უკვე შერაცხეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე