ექთნის მიერ გაყალბებული დიაგნოზი და ციხეს გადარჩენილი უდანაშაულო მძღოლი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

არავინ იცის, რას მოიმოქმედებს მაშინ, როცა გამოუვალი საფრთხის წინაშე დადგება. მაგალითად, როცა ადამიანებს ეუბნებიან, რომ უკურნებელი სენი სჭირთ, ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ვიღაც ისტერიკაშვარდება, ვიღაც - საქმიანად იწყებს ფიქრს და ცდილობს, რაღაც საკითხები ისე გადაჭრას, რაც მისი ოჯახის წევრებს ყოფას შეუმსუბუქებს, ვიღაც შურისძიებაზე გადადის და ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი დიაგნოზის ადამიანს ვიღაც მოუკლავს კიდეც. ვიღაც ყველაფერს მშვიდად ხვდება, იღიმის, ცდილობს, მთელი სანათესაო-სამეგობრო მოინახულოს...

 

წესითა და რიგით, ბევრს უნდა ახსოვდეს საქართველოს დედაქალაქში წითელი „მიცუბიშის“ ტაქსები რომ შემოვიდა. მაშინ ეს უცხო ხილი იყო ქართველებისთვის, არასაბჭოთა ავტომობილით ტაქსაობაც წარმოუდგენელი ჩანდა და ამიტომ, იმ ავტოებს ბევრი ეტანებოდა, თუმცა იყო ერთი პრობლემა, რომელსაც მგზავრები დროთა განმავლობაში მიხვდნენ - ის წითელი „მიცუბიშები“კარგი კი იყო, მაგრამ ნაწილები არ იშოვებოდა და ყველა ცდილობდა, სადმე, რამე ეშვა. მერე, ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ნაწილების შემოტანა და გარკვეული თანხა წინასწარაც აიღო. კომპანიამ პირობა შეასრულა, ნაწილები შემოიტანა და... იმავე საღამოს საწყობი გატეხეს და დაახლოებით, 50 ათასი დოლარის ნაწილები მოიპარეს. გარდა იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები გაბრაზდნენ, ტაქსისტები ლამის ისტერიკაში ჩავარდნენ, ნაწილი წინასწარ მიცემულ თანხას ჩიოდა, ნაწილი - გაფუჭებულ ავტომობილს, რომელსაც კიდევ კარგახანს ვერ გააკეთებდ. ცხადი იყო, იგივე კომპანიას რომ მოენდომებინა, ნაწილებს, საუკეთესო შემთხვევაში, ახლიდან სამ თვეში შემოიტანდა. ეს კი ძალიან, ძალიან დიდი დრო იყო.

რა თქმა უნდა, კომპანიამ მომხდარის შესახებ საჩივარიც შეიტანა და საქმეში სამართალდამცავები მთელი სერიოზულობით ჩაერთვნენ. ეს არ იყო რიგითი საქმე, ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც კატეგორიულად ითხოვდნენ მის გახსნას და რაც მთავარია, სასწრაფოდ. ძალოვნებმა, პირველ რიგში, დარაჯი დაკითხეს, რომელსაც, როგორც გაირკვა, სათქმელი ბევრი ჰქონდა.

მთელი საღამო საწყობის წინ, ერთი წითელი ტაქსი მოძრაობდა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ ერთი და იგივე მანქანა იყო, ნომერიც დავიმახსოვრე. მერე, როცა დაბინდდა, ის ტაქსი მოშორებით იდგა, ნომერი არ ჩანდა, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ ის იყო. ჩემი ჯიხური გარეთ არის, გამვლელ-გამომვლელი მხედავს, მძინავს, მღვიძავს... რა გასაკვირია, რომ ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, დავინახე, რომ ბოქლომი რაღაც არაბუნებრივად იყო ჩამოკიდებული. გარეთ გავედი და მივხვდი, რომ გაქურდულები ვიყავით. ჯერ უფროსს დავურეკე, მერე - მილიციას. დარწმუნებული ვარ, იმ ტაქსის მძღოლმა ჩაიდინა ეს საქმე, მხოლოდ ტაქსისტებმა იცოდნენ, რომ ნაწილები ჩამოვიდა“, - განაცხადა დარაჯმა და მართალია, ნაწილების ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ ტაქსის მძღოლებმა არ იცოდნენ, მაგრამ დარაჯის ვერსიგადასამოწმებელი იყო, მით უმეტეს, რომ მას მანქანის ნომერი კარგად ახსოვდა. ძალოვნები ტაქსის მფლობელის მოსაძებნად წავიდნენ და მალევე იპოვეს კიდეც, თუმცა მან ხელები გაშალა, მე რა შუაში ვარ, ჩემი მანქანა მეორე დღეა, მეგობარს ჰყავს, მისი გაფუჭებულია და ფული სჭირდებოდა, ამიტომ ვათხოვე, დღეს დილით დამიბრუნა და თუ რამე გაფუჭდა, იმას მოჰკითხეთო. ოპერმუშაკები მეგობრის სანახავად წავიდნენ, თუმცა შინ არავინ დახვდათ და განყოფილებაში დაბრუნდნენ. მთავარი სიურპრიზიც იქ ელოდათ.

„დიახ, ტაქსი მე მყავდა, საწყობიც მე გავქურდე, ფული მჭირდებოდა ძალიან და ნაწილები ერთბაშად, 30 ათასად გავყიდე. არ ვიცი, ვინ იყიდა, სომეხი თუ აზერბაიჯანელი იყო და არც სახელი მიკითხავს, არც - გვარი. ეგ კაცი რამდენიმე დღის წინ ტაქსში ჩამიჯდა, ვისაუბრეთ, სწორედ მაშნ მთხრა, ნაწილებში დიდ ფულს გადავიხდიო და რადგან ფული მჭირდებოდა, მოვიპარე და გავყიდე. ფული უკვე დავხარჯე, ვალი მქონდა და გადავიხადე, ვისი ვალი იყო, ვერ გეტყვით და ქურდობაზე რამდენიც გსურთ, იმდენი მომისაჯეთ“, - ამბობდა განყოფილებაში თავის ფეხით მსული მამაკაცი.

ყველაფერი თითქოს მარტივი და ლოგიკური იყო, მაგრამ საგამოძიებო ექსპერიმენტი მაინც ჩაატარეს. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს, სადაც მან დაადასტურა, რომ საწყობს მთელი დღე უთვალთვალებდა, მერე დაელოდა, როცა დარაჯი დაიძნებდა.

ბოქლომი ლომით გავტეხე, ლომზე ნაჭერი მქონდა დახვეული და ამიტომ, უხმაუროდ მოვახერხე, ნაწილები მალე ჩავტვირთე მანქანაში და ერთ საათში გავყიდე კიდეც. ამიტომ, ემს მეგობარს, ვისგანაც მანქანა ვითხოვე, არაფერი დაუშავებია და გთხოვთ, მას ამ ამბავში ნუ გარევთ“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა.

„ლომზე დახვეული ნაჭერი რა ფერის იყო“, -მოულოდნელად იკითხა გამომძიებელმა და ყველამ დაინახა, როგორ დაიბნა ეჭვმიტანილი, მერე კი მშვიდად თქვა, ღამე იყო და არ გამირჩევიაო. ამასობაში, შემთხვევის ადგილზე მისი ცოლი მოვარდა და წივილ-კივილი ატეხა. ის ძალოვნებს კი არა, ქმარს ეჩხუბებოდა, თავს რატომ იღუპავ, ეგებ,მითხრა, რატომ იბრალებ იმას, რაც არ ჩაგიდენიაო, მაგრამ კაცი ჯიუტად იმეორებდა, საყობი მე გავქურდეო.

არ არსებობს, დანაშაული მას ჩაედინა. გუშინ ღამე სახლში არ იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ახლა მთხრეს, მეგობრის მანქანით მოძრაობდაო და რატომ უნდა ევლო იმით, როცა თავისი ტაქსი ჰყავს?ჩვენი მანქანა არც გაფუჭებულია და არც უქმად დგას, მუდმვიად ტაქსაობდა“, - ქალი არეულად კი საუბრობდა, მაგრამ მისი სიტყვები აშკარად საყურადღებო იყო.

ამასობაში, გამომძებლებმა დაკავებულის მეზობლებიც დაჰკითხეს, რომლებმაც აღიარეს, რომ საღამოს სატაქსაოდ კაცი საკუთარი ტაქსით გავიდა და ნათხოვარი ტაქსი არ ჰყოლია.სამართალდამცავები იმ მძღოლს მიადგნენ, რომელიც ამტკიცებდა, ჩემი მანქანა ჰყავდა წაყვანილიო. კაცი შინ ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო, რომელიც, უბრალოდ, მეგობრად გააცნო.

„მე არ ვიცი, რას ამბობს დაკავებულის ცოლი, მე ის ვიცი, რომ მან ჩემი მანქანა წაიყვანა, მე კი, მთელი ორი დღე, სწორედ ამ გოგონასთან ერთად ვიყავი, რასაც დაგიდასტურებთ კიდეც“, - ჯიუტად გაიმეორა კაცმა და გოგონამაც თავი სასწრაფოდ დააქნია, კი, ჩემთან იყოო.

ამასობაში, დაკავებულის პირადი საქმის შესწავლა დაიწყო და გაირკვა, რომ ოთხი წლის წინ, ის ცოლ-ქმარს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე მოკვდა, ორსული ქალი კი გადარჩა, მაგრამ მუცელი მოეშალა. კაცს მხოლოდ ორი წელი ერთადერთი მიზეზის გამო მისცეს - ცოლ-ქმარი აკრძალულ ადგილზე, ღამის საათებში გადარბოდა და შეჯახება გადაჭარბებული სიჩქარის გამო არ მომხდარა, ტაქსი მოსახვევიდან გამოვიდა და შეჯახებაც მაშინვე მოხდა, რეაგირებას,ალბათ, ვერავინ მოასწრებდა. ძალოვნებმა ყოველი შემთხვევისთვის, დაზარალებული ქალი მონახესდა...

„იმ ავარიის შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. ახლაც მჭირდება, მაგრამ ფული არ მქონდა, 10 ათასი უნდა ოპერაციას. დილით, კარზე დააკაკუნეს, ეს კონვერტი და ფული დამხვდა, ზუსტად 10 ათასი, კონვერტში კი ეწერა, ბოდიში, რომ მხოლოდ ეს შემიძლია, მე ახლა მშვიდად მოვკვდები. მივხვდი, ვისი წერილიც იყო, მინდოდა, ფული დამებრუნებინა, ვერ მოვიცალე და აუცილებლად დავაბრუნებ“, -განაცხადა ქალმა.

სამართალდამცავები დაკავებულის დასაკითხად წავიდნენ და მან აღიარა, რომ ლეიკემიის ბოლო სტადია ჰქონდა, რომ დიაგნოზი ზუსტი იყო და მეტს არაფერს იტყოდა. გამომძიებლები ახლა იმ კლინიკაში წავიდნენ, სადაც ეს დიაგნოზი დასვეს და ქიმმაც დაადასტურა, კი, გადარჩენის შანსი არ აქვს, ორი თვეა ვიკვლევთო. როცა ძალოვნები საავადმყოფოდან წამოსვლას აპირებდნენ, ექიმის ოთახში მოულოდნელად მედდამ შეიხედა და... ეს სწორედ ის გოგო იყო, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა, შემთვევის ადგილზე მყოფი ტაქსის ნამდვილი მძღოლი ორი დღე ჩემთან იყოო. გოგონას სახე შეეცვალა, ცივად გატრიალდა, მაგრამ სამართალდამცავები უკან გაჰყვნენ და ბორკილები დაადეს. გოგომ ტირილი დაიწყო, ოღონდ არ დამიჭიროთ, ყველაფერს გეტყვითო.

ის ტაქსისტი ჩემი საქმროა. უფრო სწორედ, მე მგონია, რომ საქმროა, თორემ ამდენი ხანია ერთად ვართ და ცოლად მოყვანაზე სიტყვაც არ დასცდენია. მან მაიძულა, რომ ანალიზის პასუხები გამეყალბებინა, სხვა, მართლა დაავაებული პაციენტების სისხლს ვუტარებდი ანალიზს და სინამდვილეში, დაკავებულს არაფერი სჭირს. არ ვიცოდი, რისთვის უნდოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, მას თავის თავზე ააღებინა დანაშაული, თავად კი, მოპარულ ნაწილებს გაყიდის“, - განაცხადა გოგონამ.

როცა გამომძიებლებმა დაკავებულს უთხრეს, რა მახეში გაება და სინამდვილეში არაფერი სჭირდა, მან ჯერ არ დაიჯერა, მერე კი ტირილი დაიწყო და ყველაფერს დეტალებში მოჰყვა.

რა თქმა უნდა, არაფერი მომიპარავს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მაინც კვდები, საწყობს მე გავქურდავ, შენ აიღე თავზე და ამ საქმეში 10 ათასს მოგცემო ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც ვეძებდი იმისთვის, რომ იმ უბედურ ქალს დავხმარებოდი“,-განაცხადა მან და რაღა თქმა უნდა, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ნამდვილ დამნაშავეს კი, ექვსი წელი მისცეს, მისი ავტოფარეხიდან მანქანის ნაწილების თითქმის სრულად ამოიღეს და... ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, „წითელმა ტაქსებმა“ ამოისუნთქეს.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე