„ჩვენ, ხალხი დავუბრუნებთ ქართულ პოლიციას ღირსებას, რადგან ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“-ნინო ლომჯარია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ 2008 წლის ომის დროს დაღუპული პოლიციელები ჩამოთვალა.

აქციის მონაწილეებმა ომში დაღუპულ სამართალდამცველების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„შეუძლებელია, ვისაუბროთ ქართულ პოლიციაზე და არ გავიხსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლას და დაიღუპნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ეს 14 პოლიციელია ქართული პოლიციის სახე და არა ის პოლიციის ფორმაში გადაცმული ნიღბიანი კრიმინალები. ისინი არ წარმოადგენენ ქართულ პოლიციას. ჩვენ, ხალხი დავუბრუნებთ ქართულ პოლიციას ღირსებას, რადგან ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ლომჯარიამ.