„ნაპოლი“ და ხვიჩა ვერ თანხმდებიან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერი და მთლიანად, სერია A-ში გამორჩეული ფეხბურთელია, მისი ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ექსპერტები ამბობენ, რომ ნომერ პირველ მოთამაშეს, ნომერ პირველი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. როგორც იტალიური მედია წერს, „ნაპოლი“ მზად არის, ფეხბურთელს 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივოს და წელიწადში, 1.5 მილიონის ნაცვლად, 6 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ქართული მხარე 8 მილიონს და გონივრულ გამოსასყიდ თანხას ითხოვს.

„მხარეებს შორის, მორიგი შეხვედრა 29 ოქტომბერს შედგება და დიდია იმის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს. სავარაუდოდ, მილიონს ერთი მხარე დააკლებს, მილიონს - მეორე მოუმატებს და ხვიჩას ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება, რაც ასევე ბევრი არ არის“,-წერს იტალიური მედია.