სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის გათამაშებაში, 11 და 14 ოქტომბერს, ორ შეხვედრას გამართავს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინის ნაკრებს, 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვსტუმრობთ, სამი დღის შემდეგ კი, თბილისში, „მიხეილ მესხზე“, ალბანეთს ვმასპინძლობთ. ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა, აღნიშნული შეხვედრებისთვის, ჯვაროსნების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - ბოსნია ჰერცოგოვინას ჩემპიონატის ბომბარდირი, კლუბ „სარაევოს“ შემტევი გიორგი გულიაშვილი. რაც შეეხება მთლიან შემადგენლობას, ის ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვირკველია („დინამო“, თბილისი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია („ოფი“, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი“, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია/ჰერცოგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

უკრაინასთან მატჩი ჩვენი დროით 22.45 საათზე დაიწყება, ალბანელებს კი, თბილისში 20.00 საათიდან ვუმასპინძლებთ.