თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისნის რაიონში მდებარე N30 საბავშვო ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ახალი ბაღი 11-ჯგუფიანია და მისი ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სავალდებულოა თანამედროვე სკოლამდელი განათლების დაწესებულების ფუნქციონირებისათვის.
N30 საბავშვო ბაღი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ბაღში უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც სწავლება მათ მშობლიურ ენაზე, უკრაინული ეროვნული პროგრამით მიმდინარეობს.
„ისანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, რომელიც 350 პატარაზეა გათვლილი. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 250 აღსაზრდელი ირიცხება და არის რესურსი, რომ კიდევ მიიღოს დამატებით პატარები. ხედავთ, როგორი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაღში 35-მდე უკრაინელი პატარაა რეგისტრირებული. თქვენი იცით, რომ ომის გამო ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში და მათი შვილებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც ჰქონდეთ ბაღში სიარულის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელებს სხვა ბენეფიტებიც დავუწესეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ასე შემდეგ.
წელს 7 ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, მთლიანობაში 190 ბაგა-ბაღი ემსახურება დღეს დედაქალაქს. მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი გვაქვს დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღის პროექტის დასრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტი და ეს დამოკიდებულება, რაც არის ჩვენი მხრიდან, შენარჩუნებული იყოს იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს ნორმალურ პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის განხორციელებისას, დედაქალაქის მერიამ ბაღს დამატებით ტერიტორია გადასცა ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონებისათვის, რის შედეგადაც ღია აქტივობებისათვის სივრცე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძემ ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი