სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, გზა ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, რაჭის ქუჩაზე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3175 კვ. მ. ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 242 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.