სენატს დემოკრატიული პარტია გააკონტროლებს - აშშ-ის მედია

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგით, სენატს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

ეს ცხადი გახდა მას მერე, რაც დათვალეს ხმების უდიდესი ნაწილი ნევადის შტატში. აშშ-ის მედიის თანახმად, იქ იმარჯვებს დემოკრატიული პარტიის წევრი, კეტრინ კორტეს-მასტო, რომელმაც ხმების 48,7 % მოიპოვა და აჯობა ნევადის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ადამ ლაკსალტს ნახევარი პროცენტით.

კორტეს-მასტოს გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელებმა რომც მოიგონ კენჭისყრა ჯორჯიაში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს დეკემბრის დასაწყისში, სენატში რესპუბლიკური პარტიას უმრავლესობა მაინც არ ექნება, ხმები თანაბრად განაწილდება, მაგრამ გადამწყვეტი იქნება დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ხმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიულოცა სენატორ კორტეს-მასტოს წარმატება და კმაყოფილება გამოხატა სენატში შექმნილი ვითარების გამო. კვლავ მოელიან, რომ რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა ეყოლება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ჯერ არ არის ადგილები საბოლოოდ განაწილებული. შუალედურ არჩევნებში უნდა გადაწყვეტილიყო სენატის ასიდან 35 ადგილის და წარმომადგენელთა პალატის მთელი შემადგენლობის, 435 მანდატის ბედი. ამავე დროს ზოგიერთ შტატში ირჩევენ გუბერნატორებს.