უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევას დონეცკის მიმართულებით

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში რუსული აგრესიის 85-ე დღეს ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციების წარმოებას ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და მათი ძირითადი აქცენტი დონეცკის მიმართულებაზეა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებზე მტერმა საარტილერიო და ნაღმმტყორცნებით შეტევა, ხოლო დესნას დასახლებაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე და კონტრშეტევების უზრუნველყოფაზე დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით. ასევე, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამობილიზაციო რესურსების არარსებობის პირობებში, საოკუპაციო ძალების სარდლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების საომარ მოქმედებებში ჩართვას გეგმავს“, – განაცხადეს გენშტაბში.