ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება შესთავაზა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება შეთავაზა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებასთან დაკავშირებით 24 თებერვალს გამოაცხადა. იმ დროის შემდეგ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ორჯერ გახანგრძლივდა.